სიახლები

06-04-2023 შამპუნის გამოცდა

6 აპრილს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მჭადიჯვრის საჯარო სკოლის კლუბ „პასტერში“ ჩატარდა მორიგი შეკრება. დავიწყეთ შემოწმწბა-გამოცდა გასულ შეკრებებზე სხვადასხვა მეთოდიკით მიღებული 15 შამპუნის. შემოწმება ჭუჭყის მოშორებაზე, კერძოდ ხელოვნურად მოხდა დაბინძურება წინასწარ ცხვრის მატყლისგან აღებული ნიმუშის. შემდგომი რეცხვისა და აწოვნის შედაგად დადგინდა შამპუნის ვარგისიანობა, ასეთი აღმოჩნდა 6 ნიმუში, ხვალისათვის დავგეგმეთ შემოწმება ქაფიანობაზე.

პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტი  #SCR-22-216]

ნანახია 388-ჯერ